მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლენტის გაჭრის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მხარის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.





