გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნებზე არ მიდის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ რაღაც ორი დღე დარჩა. რადიო” მარნეული “დაინტერესდა აპირებს თუ არა მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ამისთვის კი ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. ამომრჩევლების ჩაწერა გაგვიჭირდა, ბევრი გაურბოდა ჩვენთან საუბარს. ნაწილმა აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ წავლენ თუ არა არჩევნებზე , გამოკითხულთა უმრავლესობა კი ამბობს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურთ, ამ ყველაფერს კი უნდობლობით ხსნიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება, ამომრჩევლებს სამი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევთ: მერობის, მაჟორიტარობის და პროპორციული. მარნეულის მერობისთვის კი რვა კანდიდატი იბრძოლებს .
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments