ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ბიუჯეტი 100 000 ლარით იზრდება
დღეს, მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ბიუჯეტის საბოლოო პროექტის განხილვა მოეწყო. სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი მოხსენებით გამოვიდა და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტი გააცნო. მამედოვმა ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი სხდომაზე დეტალურად განიხილა.
„წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ბიუჟეტი დაახლოებით 100 000-ით გაიზარდა. ასევე უნდა ავღნიშნოთ რომ მაქსიმუმ მარტამდე მთავრობის ბიუჯეტიდან ველოდებით 3 800 000-ის გამოყოფას, 2 მილიონ ხუთასი ათასი კი ნაშთით გადადის, ანუ ჯამში ვგულისხმობ, რომ საბოლოო ბიუჯეტი 18-19 მილიონამდე ავა, ისევე როგორც ამ წელს იყო.“
ასევე ვუგარ მამედოვმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების პრივატიზაციის გამო, შესაძლოა ეტაპობრივად ჭარბი შემოსავლები გამოჩნდეს და ბიუჯეტში შემოსული ჭარბი შემოსავალი კანონმდებლობის მიხედვით მიმართული ინფრასტრუქტურული პროექტებისაკენ იქნება.
ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობა რეაბილიტაციისათვის ჯამში გამოყოფილია 8 779 800 ლარი, რომელიც ორგანიზაციული კოდების მიხედვით, დეტალურად, შემდეგნაირად იშიფრება:
გზების მოვლა-შენახვის კუთხით – 350 000 ლარი
გზების კაპიტალური შეკეთება – 2 597 000 ლარი
სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით – 1 129 232 ლარი
შ.პ.ს „სოფწყალის“ დაფინანსება – 700 000 ლარი
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობისათვის – 898 512 ლარი
საკანალიზაციო სისტემების მოვლა-შენახვისა და გაწმენდისათვის – 25 000 ლარი
გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის – 1 073 600 ლარი
შ.პ.ს „სუფთა მარნეულის“ დაფინანსება – 1 100 000 ლარი
ახალი სპორტული მოედნების მოწყობა – 824 500 ლარი
„კულტურის ცენტრისთვის“ დაფინანსება – 700 000 , აქედან კულტურული ღონისძიებების ხელშესწყობის მიზნით 167 000
სატელევიზიო მომსახურებისთვის – 72 000 ლარი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობისთვის 150 000
სოცილაური პროგრამები მოსახლეობის დახმარების მიზნით – 715 000 ლარი
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments