გუდაურის საბაგიროს გაუმართაობა- ათამდე დაშავებული (ვიდეო)

FOTO3333

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, სასწრაფოს ცნობით, დაშავებული არის ათამდე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 3 ბრიგადა. პირველადი მონაცემებით, დაშავებულების დაზიანებები საშაულო სიმძიმისაა. წერს ნეტგაზეთი
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები გამოაგზავნონ.
სოციალურ ქსელში გუდაურის საბაგიროს ავარიის ვიდეოები ვრცელდება.

A post shared by ireneiadak (@ireneiadak) on

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register