“ცნობიერება” – კოოპერატივების განვითარების პროგრამის შეფასება და პერსპექტივები
საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონი“ 2013 წელს მიიღო. კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.
როგორ ხორციელდება ეს რეფორმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ამაზე გადაცემაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ.
ჩვენი სტუმრები არიან:
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე.
აისეთის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი/ პროექტების კოორდინატორი – ირაკლი კოჭლამაზიშვილი
სოფლის- მეურნეობის სამინისტროს ქვემო-ქართლის რეგიონალური სამართველო 2014 წლიდან დაიწყეს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მარნეულის სოფლებში. და ახსნა თუ რა არის კოოპერატივი?
დღეს საქართველოში 1483 კოოპერატივია. ქვემო-ქართლის რეგიონი მეორე ადგილს იკავებს 218 დარეგისტრირებული კოოპერატივით. პირველ ადგილზე სამცხე-ჯავახეთია 340 კოოპერატივით.
თუ თქვენ დაგაინტერესად კოოპერატივების განვითარების პროგრამა და გსურთ უფრო მეტი გაიგოთ:
შეგიძლიათ შეხვიდეთ http://acda.gov.ge/ ეს არის კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მისამართი.
ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდზე http://moa.gov.ge/
გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments