თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრები დაიღუპნენ

თვითმფრინავი, რომლის მგზავრებს შორის ერთ-ერთი ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელები იყვნენ, 29 ნოემბრის დილას კოლუმბიის ქალაქ მედელინთან ჩამოვარდა. BBC-ის მონაცემებით, ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა, – 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი, საბოლოოდ მონაცემებით [12:30], მათგან 5 ადამიანი გადარჩა.

AFP-ის ინფორმაციით, მაშველებმა 25 ცხედარი იპოვეს.

“შაბეკოენსეს” კლუბის ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის საკლუბო თასის ფინალური თამაშისათვის მიემგზავრებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, კლუბის ფეხბურთელებიდან მხოლოდ ალან რუშელი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

საფეხბურთო გუნდის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელები დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

სავარაუდოდ, ავიაკატასტროფა თვიმფრინავის ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

წყარო: http://netgazeti.ge/news/158181/

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register