“ცნობიერება” მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვაში
სრულდება თუ არა თვითმართველობის კანონით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი მთავრობის მუშაობაში.
რამდენად არის მარნეულის მოსახლეობა ჩართული საკრებულოს საქმიანობაში?
იღებენ თუ არა მონაწილეობას მოქალაქეები ბიუჯეტის დაგეგვმაში და ასევე, არიან თუ არა ინფორმირებულები ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ?
მოვისმენთ საკრებულოს წევრის და გამგეობის წარმომადგენლის ინტერვიუებს, ასევე გაიგებთ მოსახლეობის აზრს თუ რამდენად აქტიურად იღებენ მონაწილეობას საკრებულოს სხდომებში. იციან თუ არა რომ ასეთი უფლება ენიჭებათ კანონით?
თვითმართველობის კანონის ერთ-ერთი ავტორი კოტე კანდელაკი ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრა.
დეკემბრის თვე. მუნიციპალიტეტი, ახალი 2017 წლის ბიუჯეტზე მსჯელობს.
რა იციან ამის შესახებ მარნეულელები?
გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments