მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თანამედროვე სტანდარტების ახალისკოლა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწუნებულ-გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ ევროპული სტანდარტების სკოლაში მოეწყო თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის კაბინეტი, დიდი ლამაზი საკლასო ოთახები ახალი სასკოლო მერხებითა და დაფებით, ასევე ღია სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი.

გარდა ამისა, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დიოკნისში, 90-იან წლებში მთიანი აჭარიდან ჩამოსული მოსახლეობით არის დასახლებული, სოფელში სკოლა არ არსებობდა და 70-მდე მოსწავლე ორი ათეული წელი კერძო სახლში განთავსებულ სახელდახელოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა.

2013 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი დაფინანსებით, სოფელში ხის კოტეჯი აიგო, სადაც გაგრძელდა სასწავლო პროცესი.
2016 წელს კი, დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register