მთის კანონით მარნეულის 9 სოფელი სოფელი სარგებლობს

1

დღეის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 9 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ესენია: ულიანოვკა; ახკერპი; ხოჯორნი; წერაქვი; ჯანხოში; ხოხმელი; ოფრეთი; ულიანოვკა და ყუდრო.
ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტში 1100 ფიზიკურ პირს აქვს მინიჭებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დაწესდა რიგი სოციალური შეღავათები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონი მიღება ხელს უწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას. კანონის მიზანია გაძლიერდეს მთა და შეჩერდეს მიგრაცია, რადგან მაღალმთიან რეგიონებში შემავალი სოფლები, დღეისთვის მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა ხშირ შემთხვევაში კი მთლიანად დაცლილია.
კანონით განისაზღვრა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სოციალური, ეკონომიკური და სამეწარმეო შეღავათები, რომლებიც ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა კეთილდღეობას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით მეწარმეობის გამოცოცხლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მთაში ტრადიციული ეროვნული დარგების აღორძინებას, საქართველოს მთიანეთის ისტორიული მემკვიდრეობის შენახვასა და მომავალი თაობისათვის გადაცემას, ადგილებზე თანამედროვე ბიზნეს გარემოს ფორმირებას, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, დასახლებების კეთილმოწყობას.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარე დასახლებას ენიჭება. თუმცა, საქართველოს მთავრობამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აღნიშნული სტატუსი ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე და მის ქვევით მდებარე დასახლებებსაც მიანიჭა.
ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.

ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება, თუ:
ა) გარდაიცვალა;
ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა);
გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

შეგახსნებთ, რომ კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ 2016 წლის პირველი იანვრიდან სრულად ამოქმედდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register