მარნეულში „ ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდა

3

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ ფარგლებში ”მარნეულის ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დღეს, ქალაქ მარნეულის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

მარნეულის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის დირექტორები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად, „მარნეულის ეტალონი მოსწავლის” ტიტული სოფელ კასუმლოს მე-10 კლასის მოსწავლემ ელმან ბაქიროვმა მოიპოვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის პროექტში მონაწილე ყველა სკოლის მოსწავლეს, დირექტორსა და მასწავლებლებს, ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის, ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეს ელმან ბაქიროვს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს მომავალ ფინალურ შეჯიბრში.
აღსანიშნავია, რომ ”ეტალონი” 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ”ეტალონ მოსწავლეებს”.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register