მარნეული უმასპინძლებს საქართველოს ჩემპიონატს კრივში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის 15-19 თებერვალს უმასპინძლებს, 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატს კრივში – ახალგაზრდებს შორის.
სპორტული ღონისძიება ქალაქ მარნეულში „ათა ჰოლდინგის“ დარბაზში გაიმართება, რომელსაც ხელმძღვანელობას საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია უწევს.
სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ნაკრები გუნდების მოკრივეები.
აღსანიშნავია, რომ I-II -III საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან შესაბამისი დიპლომებით, მედლებით და საპატიო პრიზებით.
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments