“თუ ქმარი არ დართავს ნებას ცოლმა არ უნდა იმუშაოს” – ქალების გამოწვევები მარნეულში
ადვოკატირება, ლობირება, ლიდერობა ქალთა უფლებებისთვის – ამ საკითხებზე “ქალთა ფონდმა საქართველოში” აქტიურ მარნეულელ ქალებს ტრენინგი ჩაუტარა. “მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” სამი დღის განმავლობაში ქალები მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება, გენდერული სტერეოტიპები, ძალადობა, გარემოს დაცვა.
“ქალთა ფონდი საქართველოში” ტრენინგის მონაწილეთა ჯგუფური პროექტის დაფინანსებას გეგმავს. მანამდე კი საინტერესოა გავიგოთ რას ფიქრობს მარნეულელი კაცების ნაწილი ქალის, როგორც საზოგადოების აქტიური წევრის შესახებ.
0 Comments