დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთლიარში

kurtlar[1]

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადსახვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ მუღანლოში რეაბილიტირდა სარწყავი სისტემა, რომლის ღირებულება 43 644 ლარს შეადგენდა.  ასევე, რეაბილიტირდა სარწყავი არხი სოფელ ლეჟბადინში, ხოლო სოფელ დოლის ყანაში შეძენილი იქნა სარწყავი მილი. ( პროექტის ღირებულებები 7 315 და 3 100 ლარს შეადგენდა.) სასმელი წყლის სისტემა რეაბილიტირდა და წყლის ტუმბო დამონტაჟდა სოფელ ბაიდარში. (პროექტის ღირებულება 25 660 ლარს შეადგენდა.)

გარე განათების სისტემა დამონტაჟდა სოფელ ქუთლიარში და სოფელ ლეჟბადინში, რომელთა ღირებულებები 34 629 და 16 000 ლარს შეადგენდა.  სოფელ ხუტორლეჟბადინში რეაბილიტირდა სასაფლაოს ღობე, რომლის ღირებულება 4 679 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს, სოფელ ქუთლიარში ორ ეტაპად განხორციელდა შიდა გზების რეაბილიტაცია, რომელთა ღირებულებები 358 997 და 409 848 ლარს შეადგენდა. ხოლო, სოფელ ლეჟბადინში რეაბილიტირდა მდინარე ალგეთზე არსებული ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი. პროექტის ღირებულება 107 000 ლარს შეადგენდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register