ადრეულ ასაკში ქორწინება გადაცემაში “ცნობიერება”
ეთერშია გადაცემა “ცნობიერება” თემით ადრეულ ასაკში ქორწინება. ჩვენ გიამბობთ ორი გოგონას ისტორიას, რომლებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, გადაცემის სტუმრები იქნებიან ნონა სამხარაძე სპეციალისტი გენდერის საკითხებში და გიორგი კაკულია მარნეულის მუნიციპალური პროკურორი. ვისაუბრებთ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული კანონის შესახებ, რომლის საფუძველზე 18 წლამდე ქორწინება იკრძალება.
გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
0 Comments