საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მარნეულში

Marneuli_n (2)

საჯარო სამსახურის რეფორმის კვალდაკვალ ცვლილებები ადგილობრივ დონეზეც მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტში, უკვე მორე წელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსები ცხადდება.

2015 წლის 20 სექტემბერს ჩატარებული კონკურსის   შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე საუბრობს.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობას იგი დადებითად აფასებს, თუმცა ხარვეზებს აღიარებს კომისიის თავმჯდომარე თემურ ბერიძე.

კონკურსანტი მაკა მენთეშაშვილი გამოცდილებას გვიზიარებს და იმედს კონკურსის მესამე – გასაუბრების ეტაპზე ამყარებს, რისთვისაც განცხადებით მიმართავს კომისიას.

საკონკურსო-საატესტაციო კომისია 7კენჭისყრის უფლების და 1 მდივნის სტატუსის მქონე წევრისგან კომპლექტდება.

კომისიის თავმჯდომარე გამნმარტავს, რომ მიუხედავად მოწვევაზე არაერთხელ გაკეთებული განაცხადისა,  არცერთ საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციას კომისიისთვის აკრედიტაციის თხოვნით არ მიუმართავს. მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე კი კომისიის შესახებ ჯერ კიდევ არ ჩანს ინფორმაცია.

.Komisiebi

მიუხედავად 3 თვიანი ვადისა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კონკურსის მესამე, გასაუბრების ეტაპის დასრულებას  მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევრამდე ვარაუდობს.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register