ანონსი – ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიება მარნეულში

anons

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 21 მარტს გეპატიჟებათ ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ღონისძიება დაიწყება 11:00 საათზე და საზეიმო კონცერტით დასრულდება 17:00 საათზე.

ღონისძიება გაიხსნება სახალხო სეირნობით, სადაც მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა საგამოფენო სივრცე, როგორიც არის: აზერბაიჯანული და ქართული ეთნოკუთხეები, აზიური და “ჩაის სახლის” პავილიონები, ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული სამუშაოების ამსახველი ფოტო–გამოფენა, ქვემო–ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ ორგანიზებული პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრები, საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისეების ნამუშევრების, შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების, არმენ ოგანესიანის ხელნაკეთი თოჯინების, მარნეულის საკონსერვო ქარხანის პროდუქციის, კომპანია „Barambo“–ს პროდუქციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვემო–ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენები.

გამოფენის პარალელურად, 11:00–დან 13:00 საათამდე მოეწყობა სპორტული ასპარეზობები: ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, მშვილდოსნობაში, ასევე მოეწყობა ეთიბარ ელჩიევის – ადამიანი მაგნიტის შოუ. 12:10 საათიდან– 12:25 საათამდე დაიწყება თეატრალიზებული წარმოდგენა – გოგონა „გაზაფხულის“ შემოსვლა, რომელიც გაიმართება აზერბაიჯანული ტრადიციების მიხედვით სპეციალურად წინასწარ მომზადებულ 4 მცირე სცენაზე. წარმოდგენა, გულისხმობს ბუნიაობის დაწყებამდე ოთხი სამშაბათის ზეიმს (სუ ჩერშენბე ახშამი, ოდლუ ჩერშენბე ახშამი, ტორპაგ ჩერშენბე ახშამი და ახირ ჩერშენბე ახშამი) თითოეული სამშაბათი, დედამიწის სტიქიას განასახიერებს, რომელიც დასრულდება გოგონა „გაზაფხულის“ და ყვავილების ცეკვით ცენტრალურ სცენაზე.

ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსი და სხვა მოწვეული სტუმრები. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს გაიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ კი აინთება ტრადიციული კოცონი.

12:30 საათიდან კი დაიწყება საზეიმო კონცერტი, რომელსაც წარუძღვებიან აისელ მამედოვა და დავით ბეკოშვილი. მაყურებლის წინაშე წარსგებიან, როგორც ადგილობრივი ასევე, მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები და სოლო შემსრულებელები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „სარვანი“, აირიზ ჰუსეინოვი, ნათია ქოროღლიშვილი, ანსამბლი „იბერია“, შაბან მამედოვი, აშუღი აშიგ რამინი, ანსამბლი ენგური, მომღერალი რაშად ილმაღლუ, ქეთი გომართელი, მომღერალი თალიბ ალი, სათიჯა გასიმოვა, მომღერალი ეინარ ბალახჩიევი და მომწვეული პოპ მომღერალი ჩინგიზ მუსტაფაევი და მისი ბენდი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register