“ცნობიერება”- “შინ მოვლის სერვისების ხელმისაწვდომობა”
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი ჯანდაცვის რეფორმა გატარდა. ერთ-ერთი კი, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაა, რომელიც მნიშვნელოვან და წარმატებულ რეფორმად მიიჩნევა.
ასევე, 2012 წლიდან საქართველოში მოქმედებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამა, რომელიც მოიცავს ხანდაზმულ ადამიანებზე სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას. თუმცა, ხანდაზმულთა შინმოვლის ასპექტები ჯანდაცვის არცერთ სახელმწიფო პროგრამაში არ არის გათვალისწინებული.
მარნეულის მცხოვრებლები, რომლებსაც შინ მოვლის სერვისი ესაჭიროებათ სოციალური სამსახურის თქმით, მუნიცილაპიტეტში არ არის.
ამავე დროს საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარის” პროექტის ფარგლებში 17 ბენეფიციარს მოხალისეები სახლში აკითხავენ.
რას ითვალისწინებს შინ მოვლის სერვისი?
რამდენადაა მნიშვნელოვანი ამ სერვისის არსებობა ჯანდაცვის სისტემაში?
ამ ყველაფერზე ჩენთან გადაცემაში საუბრობენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი- მამუკა შუბითიძე და „შინ მოვლა საქართველოში“ კოალიციის თავმჯდომარე, უჩა ვახანია.
გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments