“ცნობიერება”-ძალადობა ოჯახში. რატომ ითმენენ მოძალადეს..
ოჯახში ძალადობა „რატომ ითმენს ქალი მოძალადე მეუღლეს, მამას, შვილს? რატომ არ მიმართავს პოლიციას? არ აქვს სვაგან წასასვლელი? თუ მისი მოვალეობაა, მოთმენა?
დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან :
“ქალთა ინიციატივის წევრი”-მაიკო ჩიტაია
გენდერის საკითხებში ექსპერტი – ნონა სამხარაძე
ორგანიზაცია „სიდას“ იურისტი, „გენდერული ნიშნით ძალადობა ქვემო-ქართლში“ კვლევის ავტორი – თეონა კილაძე
ჩვენ ვისაუბრებთ იმ მექანიზმებზე რომლებიც დღეს უნდა ამუშავდეს საზოგადოებაში იმისთვის ,რომ „ ოჯახში ძალადობა “ აღმოიფხვრას.
თუ თქვენ გახდით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ან თქვენ იცით ასეთი შემთვევის შესახებ შეგიძლიათ დარეკოთ : პოლიციაში 112, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 995-898, ცხელი ხაზი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ – 309-903. ასევე „10 ფონდის ცხელი ხაზი“ – 116 – 006. ზარი უფასოა და თქვენ შეგიძლიათ კომფიდეციალურობის დაცვით მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია, ფსიქოლოგიური, სამედიცინო დახმარება, სოციალური საკითხების მოგვარება- კონსულტაცია და თავშესაფრით მომსახურეობა.
გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments