GIPA-მარნეულელი ახალგაზრდების გამოფენა

2 აპრილს, მარნეულის კულტურის სახლში პროექტ „GIPA-ს მულტიმედია პროგრამა ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში ფოტო-ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დღეს, მულტიმედია პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა და ამის ნიშნად სამი გამარჯვებული გამოვლინდა , აისუნ ალიევა პირველი ადგილის მფობელად დასახელდა , ხოლო მეორე და მესამე ადგილები ისრის რუსტამოვმა და აზის განიევმა მოიპოვეს. პროექტი 2016 წლის ნოემბრის თევში დაიწყო , ის პირველ ეტაპზე ფოტოგრაფიის კურსს მოიცავდა.
ნინო მახვილაძე , პროექტის ხელმძღვანელი მომავალი გეგმების შესახებ გვესაუბრება და ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრებისთვის არსებულ ახალ შესაძლებლობას გვაცნობს.
პროექტში ასევე მონაწილეობას იღებენ “GIPA”-ს აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები, რომლებიც ინგლისურიდან მშობლიურ ენაზე თარგმნიან ტრენინგებს, სულიდინ ბაგიროვი ერთ-ერთი მათგანია, ის “GIPA”- ს მულტიმედია ჟურნალისტიკის სკოლის მაგისტრატურის პირველკურსელია და პროექტის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება.
„GIPA-ს მულტიმედია პროგრამა ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის“ ერთი წლის მანძილზე ახალგაზრდებს სხვადასხვა პროგრამებს შეასწავლის, ფოტო, ვიდეო, გრაფიკა, ვებ-ტექნოლოგიები , სოციალური მედია, ბიზნეს უნარები ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რასაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრებს “GIPA” -ს ტრენერები შეასწავლიან.
0 Comments