თევზის ბაზარი მკაცრად გაკონტროლდება
თევზისა და თევზპროდუქტების რეალიზაცია მკაცრად გაკონტროლდება.
მთავრობამ უკვე შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე გავრცელდება. ჩვენი სამუშაო ჯგუფი მარნეულის ბაზარში არკვევდა იციან თუ არა ახალი რეგულაციების შესახებ თევზის რეალიზატორებმა და ყიდიან თუ არა პროდუქციას სანიტარული ნორმების დაცვით. ჩვენ სიუჟეტში მოისმენთ მარნეულის ბაზრის დირექტორის კომენტარს აღნიშნულზე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა სოხაძის ინტერვიუს. მისი ინფორმაციით ნებისმიერ ფაქტზე მოახდენენ რეაგირებას. კანონდამრღვევ ბიზნესოპერატორებს კი საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ.
0 Comments