ხმების 95% დათვლილია, თურქების უმეტესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს

თურქეთის რეფერნდუმში მოსახლეობის უმეტესობა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პრეზიდენტ ერდოღანისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას უჭერს მხარს. სააგენტო ანადოლუს ცნობით, დათვლილია ხმების თითქმის 95 პროცენტი, საიდანაც კი 52-მა პროცენტმა შემოხაზა, ხოლო არა – 48-მა პროცენტმა.

რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს, 16 აპრილს ჩატარდა. რეფორმის შედეგად თურქეთი საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადავა.

ერდოღანმა, სტამბოლში, ხმის მიცემის დროს იმედი გამოთქვა, რომ თურქები “მოსალოდნელ” არჩევანს გააკეთებდნენ.

ერდოღანის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ ცვლილებები გამოასწორებს ეკონომიკას და მოიტანს სტაბილურობას. რეფორმის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ შემოთავაზებული სისტემა კონსტიტუციური დიქტატურის ფორმირება იქნება.

კონკრეტულად როგორ იქნება ახალი კონსტიტუცია?

დრაფტის თანახმად, მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.

პრეზიდენტს აირჩევენ 5 წლით და მაქსიმუმ 2 ვადით.

  • პრეზიდენტს ექნება უფლება პირდაპირ დანიშნოს საჯარო მოხელეები, მათ შორის მინისტრები;
  • პრეზიდენტი დანიშნავს ერთ, ან რამდენიმე ვიცე პრეზიდენტს;
  • პრემიერ-მინისტრის ოფისი გაუქმდება;
  • პრეზიდენტს შეეძლება ჩაერიოს სასამართლო სისტემაში, რომელიც ერდოღანის აზრით, ფეტულა გიულენის გავლენის ქვეშაა;
  • პრეზიდენტი გადაწყვეტს გამოცხადდეს თუ არა საგანგებო სიტუაცია.

წყარო:https://on.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register