გიორგი კეკელიძე მარნეულს ესტუმრა
დღეს მარნეულში გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია პროექტ “მრავალფეროვანი საქართველოს” ფარგლებში მუნიციპალიტეტის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკაში მოეწყო. ამავდროულად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის „თავისუფლება“–ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 10 საუკეთესო ნაშრომი შეირჩა აქედან ჟიურიმ სამი საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა, რომლებმაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს, პირველი ადგილის მფლობელი კი, მე–6 საჯარო სკოლის მოსწავლე ,ელენა გასანოვა გახდა ,რომელსაც ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიანი სტიპენდია დაენიშნა. პრეზენტაციისა და კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის შემდგომ მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება ქართველი გამოჩენილი მწერლების ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის თარიღთან დაკავშირებით, სადაც მოხსენებით წარსდგნენ -საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ეკა ელბაქძე . პროექტ “მრავალფეროვანი საქართველოს “ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები მუსიკალური ნომრით დასრულდა.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments