დედამიწის საერთაშორისო დღეს მარნეული შეუერთდა

2

დღეს დედამიწის საერთაშორისო დღეა. დედამიწის დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლები: საიმერლო, კასუმლო და ალგეთი შეუერთდა. სოფელ საიმერლოში ჩატარდა გამწვანების აქცია ადგილობრივი ახალგაზრდებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით, დაირგო 50 ცალი ფიჭვის ნერგი, რომელიც მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ეროვნულმა სანერგე მეურნეობამ.  გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register