გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე
„ნაციონალური სისხლის ბანკისა“ და „განათლებისა და განვითარების“ ორგანიზებით 22 აპრილს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“. მარნეულელ ახალგაზრდებს „ნაციონალური სისხლის ბანკის“ წარმოამადგენლები შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს შემდეგ თემებზე: სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობა, რა სარგებელი მოაქვს სისხლის ჩაბარებას, სისხლის ჩაბარების პროცესი, ვინ არიან დონორები.
გიგა ჭიღლაძემ „ ნაციონალური სისხლის ბანკის“ თანადამფუძნებელმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სისხლის გაღების მნიშვნელობის შესახებ.
აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე, სიცოცხლე“ მარნეულში დღეს დაიწყო და ის პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ახალგაზრდები უშუალოდ სოფლებში ივლიან და მოსახლეობას აუხსნიან რას ნიშნავს იყო უანგარო დონორი. კამპანიის სლოგანია „ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, შემოგვიერთდი შენც, ნუ დაკარგავ შანსს იყო გმირი!
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments