სოფლად მცხოვრებ ქალთა როლი მარნეულის ბიუჯეტის დაგეგმვაში
ოქტომბერში გაეროს ეგიდით სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. შეხვედრის ორგანიზება „ქალთა ოთახმა“ უზრუნველყო. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღინიშვნა მარნეულის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პარალელურად მოხდა.
არაერთი ღონისძიების გატარება უხდება მარნეულის „ქალთა ოთახს“, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობისა და ჩართულობის ხარისხი თვითმმართველობის განხორციელებაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს პირველ სამოქალაქო ბიუჯეტის საპილოტე პროგრამას ახორციელებს და თანამონაწილეობითი ბიუჯეტის სახით ამზადებს 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს.
მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პირველადი მონახაზის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებას გეგმავს.
Amil Məmmədov2286 Posts
You may also like
0 Comments