ანონსი–მარნეულში ილია ჭაჭავაძის 180–ე იუბილე აღინიშნება

ilia

მიმდინარე წლის 28 აპრილს, 17:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქართველი მწერალის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭაჭავაძის 180–ე იუბილე აღინიშნება.

ღონისძიება მწერლის საქველმოქმედო ფონდის პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენის“ ფარგლებში ტარდება და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მოიცავს:
Ø მოეწყობა ილია ჭავჭავაძის თემაზე შემეცნებითი გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც გამოიფინება თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის მოძრავი ექსპოზიცია და ილიას სახელთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები;
Ø გამოფენის ფარგლებში სპეციალისტის (ფილოლოგი, ექსკურსიამძღოლი) მიერ ასევე მოეწყობა ილიას შესახებ მცირე ექსკურსი;
Ø კულტურის სახლის სცენაზე დაიდგმება თეატრალური წარმოდგენა – „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც ასახავს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სრულიად ახალი დრამატურგიულ და სცენიურს ვერსიას. სპექტაკლს წარმოადგენენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.

გაცნობებთ, რომ 2017 წელი გახლავთ საქართველოს გამოჩენილი მწერლის, ერის უგვირგვინო მეფის ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელი, მისი დაბადებიდან სრულდება 180 წელი, ხოლო მკვლელობიდან – 110. აღნიშნული თარიღი „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით მასშტაბურად აღინიშნება, განხრციელდება საიუბილეო ტურნე ქვეყნის მასშტაბით – აჭარიდან კახეთამდე. საიუბილეო ტურნე კი, სიმბოლურად ყვარლიდან, როგორც ილიას დამბადი მხარიდან, დაიწყება;
პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენის“ მიზანია ილია ჭავჭავაძის ფენომენის პოპულარიზაცია და მისი ფენომენის პოლიტკონიუნქტურის გარეშე აღქმის ხელშეწყობა. ასევე, მისი საიუბილეო წლის სათანადოდ და მასშტაბურად აღნიშვნა. პროექტი განხორციელდება საქართველოს რეგიონებში და მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მხარეში. (ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი – პანკისის ხეობა).

მობრძანდით დასწრრება თავისუფალია!!!
ღონისძიებით დაინტერესებულთათვის, უფასო ავტობუსები მობილიზებული იქნება:
1. 16:00 საათი – ავტობუსი წამოვა სოფ. თამარისიდან;
2. 16:30 საათი – ავტობუსი გამოივლის სოფ საიმერლოსა და წერეთლის ცენტრებში.
3. 15:00 საათი – ავტობუსი გამოვა სოფ. ხიხანიდან.
4. 15:30 საათი – ავტობუსი მივა შაუმიანის დევნილთა დასახლებაში.
უზრუნველყოფილია სპექტაკლის შემდეგ დამსწრეთა სოფლებში დაბრუნებაც!

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register