მარნეულში ილია ჭაჭავაძის 180–ე იუბილე აღინიშნა

ilia

   28 აპრილს, ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის 180–ე იუბილე აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ილია ჭავჭავაძის თემაზე შემეცნებითი გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც გამოიფინა თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის მოძრავი ექსპოზიცია და ილიას სახელთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები; გამოფენის ფარგლებში სპეციალისტის (ფილოლოგი, ექსკურსიამძღოლი) მიერ ასევე, მოეწყო ილიას შესახებ მცირე ექსკურსი; კულტურის სახლის სცენაზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ დაიდგა თეატრალური წარმოდგენა – „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც ასახავდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სრულიად ახალ დრამატურგიულ და სცენიურ ვერსიას.

გაცნობებთ, რომ 2017 წელი გახლავთ საქართველოს გამოჩენილი მწერლის, ერის უგვირგვინო მეფის ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელი, მისი დაბადებიდან სრულდება 180 წელი, ხოლო მკვლელობიდან – 110. აღნიშნული თარიღი „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენის“ ფარგლებში ტარდება და მასშტაბურად აღინიშნება, დაწყებულია საიუბილეო ტურნე ქვეყნის მასშტაბით – აჭარიდან კახეთამდე. საიუბილეო ტურნე კი, სიმბოლურად ყვარლიდან, როგორც ილიას დამბადი მხარიდან, დაიწყო;

პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენის“ მიზანია ილია ჭავჭავაძის ფენომენის პოპულარიზაცია და მისი პიროვნების პოლიტკონიუნქტურის გარეშე აღქმის ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მხარეში.
ღონისძიების მხარდამჭერი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register