ისტორიის მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი სოციალურ ქსელში გავრცელდა

მოსწავლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, მასწავლებლის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი გახდა.
მარნეულის მე-5 საჯარო, ქართულენოვანი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ისტორიის მასწავლებლის გაკვეთილი ფარულად გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მასწავლებელმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ეთნიკური აზერბაიჯანელების წარმომავლობაზე და მოსწავლეების აზრით, შეურაწმყოფელ კონტექსტში მოიხსენია.
ინფრომაცია ვიდეოს შესახებ სკოლის დირექტორამდე მივიდა. დირექტორის გადაწყვეტილებით მასწავლებელი დღეიდან(03.05.17) აღარ მუშაობს.
თუ რატომ მიიღო დირექტორმა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება და არ შემოიფარგლა საყვედურის გამოცხადებით მომხდარ ფაქტზე სკოლის დირექტორი ლელა ხარშილაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ამ დროისთვის ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მარნეულის განათლების რესურს ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ქართული ოცნების მაჟორიტარობის დეპუტატი რუსლან გაჯიევი ფეისბუქ გვერძე მომხდარ ფაქტზე, საკუთარ პოზიციას ავრცელებს:
„მოგესალმებით, სანამ ვიდეო გავრცელდებოდა სოციალურ ქსელში ჩვენ უკვე ვიყავით ინფორმირებულები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და მივმართეთ კომპეტენტურ უწყებებს. რომლებმაც დაიწყეს არსებულ ინციდენტში გამოძიება. როგორც იცით სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო საჭირო ზომები. ძალიან გთხოვთ ყველას ასეთ დროს მიმართოთ კომპეტენტურ უწყებებს და თუ მათ არ ექნებათ რეაგირება მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავიტანოთ განხილვა საჯაროთ სოციალურ ქსელებში. ერთის სეცდომა არ განვაზოგადოთ. არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკური წარმომავლობა. ყველა ვიცნ გამოხატავს საკუთარ აზრს რელიგიაზე და ეთნიკურ წარმომავლობაზე. ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი უნდა იყოს. დიდი მადლობა“
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments