ქალთა მიმართ ძალადობაზე სტამბოლის კონვენცია რატიფიცირებულია
4 მაისს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს 24 კანონში.
სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იცვლება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და ის მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობას, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის „ქალი“ მოიცავს 18 წელს მიუღწეველ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანსაც.
ცვლილებების თანახმად ოჯახში გამოვლენილი ძალადობა, ეს შეიძლება იყოს შანტაჟი,შეურაცყოფა, დამცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ფიზიკურ იტკივილი, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომი, ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ; პირთა ჯგუფის მიერ; არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამავდროულად პროექტის მიხედვით იცვლება შემაკავებელი ორდერის მოქმედება , რომელიც გულისხმობს, იმას რომ მისი ძალაში შესვლის საკითხი და სწრაფი ეფექტური რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.
პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ჩნდება ახალი ტერმინი – ადევნება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კერძოდ, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება , რომელიც ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით ან ნებისმიერი განძრახ ქმედებით იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ყოველივე ასეთი ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგელო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სისხლის სამართლის სწესის თანახმად დაისჯება გოგონათა გენიტალიების დასახიჩრებაც. პროექტის მიხედვით, რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან ამგვარის გარეშე, ქალის გენიტალიების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ან ქალის იძულება, დარწმუნება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ქალის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
იძულებით სტერილიზაციის შემთხვევაში , წინასწარი თანხმობის გარეშე პირისათვის ისეთი ოპერციის ჩატარება, რომლის მიზანი ან შედეგია პირის რეპროდუქციის უნარის შეწყვეტა ან/და მისი სრული მოშლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ცვლილებების მიხედვით, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების ან სახელგამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა , რომელმაც შეიძლება დააზიანოს პირის უფლება ყოველივე ეს − ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
ასევე, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ანდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
გამოყენებული წყარო: netgazeti.ge
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments