ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობაში

ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტურად მუშაობაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, მუნიციპალიტეტის აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს მისთვის საინტერესო პრობლემის გადაჭრაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი რამდენიმე თვის განმავლობაში გაუმართავი იყო , სწორედ ამ პრობლების გასაშუქებლად, ზუსტად 37 დღის წინ მოვამზადეთ სიუჟეტი, რომელიც ვებ-გვერდის გაუმარტაობას ეხებოდა ,კერძოდ, ენის ბარიერისა და ელექტრონულად შეტყობინების გაგზავნის პრობლემას. ამ ეტაპზე შეტყობინების ელექტრონულად გაგზავნის პრობლემა მოგვარებულია, რომელიც მარნეულის მუინიციპალიტეტის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისს უფროსმა თინათინ მაშანეიშვილმაც დაგვიდასტურა.
დაახლოებით 9 თვეა მიმდინარეობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ვებგვედის რეკონსტუქცია, თუმცა ენის ბარიერის პრობლემა პრობლემად რჩება, მარნრულის მუნიციპალიტეტის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თინათინ მარშანეიშვილის განცხადებით, ყოველივე ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება და სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რას გვავალდებულებს კანონი და ვისი პრეროგატივაა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის გამართულობა- ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის თავმჯდომარე ,დავით ლოსაბერიძე გვესაუბრა.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments