სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი დახმარებას ითხოვს

qua

42 წლის ბორის მამედხანოვი სოფელ თაქალოში ცხოვრობს. საზოგადოებამ მამედხანოვების ოჯახის შესახებ იმის შემდეგ გაიგო, რაც მისი 17 წლის ქალიშვილი დაქორწინების მიზნით თანასოფლელმა გაიტაცა. თუმცა ოჯახის უფროსმა ქალიშვილის გატაცება პრობლემად არ აღიქვა და საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებზე გვესაუბრა:
12 წელია რაც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს: ნევროზი, გრიჟა, ქვედა კიდურების პრობლემა, კანის კიბო და დიაბეტი მაქვს, თბილისშიც დავდიოდი ექიმებთან მაგრამ არანაირი „შედეგი “ არ მაქვს. ოჯახში საქონელი მყავდა რომელიც ჩემ მკურნალობისთვის გავყიდე. მაგრამ თავს ვერ ვუშველე. ისევ დაავადებას ვებრძვი თან არაფრის გარეშე დავრჩით ოჯახში. სახლი ისეთ დღეში მაქვს წვიმა რომ მოდის სახლშიც წვიმს. სამძიმარზე არ დავდივარ სოფელში ჩასაწერი ფული არ მაქვს. ჩვენი აფთიაქი ნისიათ მაძლევს წამლებს ან თვითონ ყიდულობენ ჩემთვის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ოჯახში. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ..
მამედხანოვის ოჯახში 7 სული ცხოვრობს, როგორც მან გვიამბო შემოსავლის წყარო – საოჯახო მეურნეობა მკურნალობას შესწირა:
სოციალურ დახმარებას ვიღებ, 360 ლარს. მაგრამ არანაირად არ გყვოფნის ეს ოჯახის შესანახად, იქ ფქვილი, საჭმელი გადასახადები და აღარ გყოფნის. პენსიის ასაკშიც კი არ ვარ ჯერ 42 წლის ვარ.

ოჯახში უფროსი ქალიშვილი გულგუნი წელს სტუდენტი გახდა. დიდ იმედს იტოვებს რომ ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემები არ შეუშლის ხელს სწავლაში. ამბობს რომ მისი ოჯახი იმყოფება სიღარიბეს ზღვარზე, ამის მიუხედავად სურვილი აქვს ქუჩაში მოწყალებას მთხოვ ადამინებს დახმარება გაუწიოს.
გულგუნ:
მე კი ვსწავლობ მოსამზადებელ კურსზე, უბრალოდ 42 ქულა დავაგროვე და უფასოსე მოვხვდი. 41 ქულა რომ დამეგროვებინა ვეღარ გავაგრძელებდი სწავლას რადგან თვეში დედაქალაქში სოფლიდან სიარულში მინიმუმ 150 ლარი მჭირდება. სწავლის მერე, ღემე შუქი გაყავთ ორენჟერეაში და იქ ვმუშაობ რომ გზის ფული მაინც მქონდეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულს თავმჯდომარეს ნაბი აბდულაევს ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. მისი თქმით მამედხნოვის ოჯახს აქვს შესაძლებლობ მიმართოს გამგეობას. მიღებული განცხადების საფუძველზე გამგეობის შესაბამისი სამსახურები სეაფასებენ ოჯახის მდგომარეობას.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register