მართვის მოწმობის აღების მსურველებს წინასწარ არ ეცოდინებათ ქუჩები, სადაც პრაქტიკული გამოცდა ჩატარდება

gza

მართვის მოწმობის აღების მსურველებს წინასწარ არ ეცოდინებათ ის ქუჩები, სადაც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ipn ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, ბუბა ლომუაშვილის თქმით, ქუჩები წინასწარ არ გასაჯაროვდება, რათა “დაზეპირების პრაქტიკა არ გვქონდეს”.

“ჩვენ უკვე ჩავატარეთ ძალზედ რთული სამუშაოები, მათ შორის, ვნახეთ მსოფლიოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკები, თუმცა არ მოგვიხდენია კოპირება და გამოცდის ამ პრაქტიკული კომპონენტის ჩვენს პირობებში პირდაპირ გადმოტანა. ვეყრდნობით რა იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს ჩვენებურად დავამუშავეთ, ავარჩიეთ შესაბამისი ქუჩები, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, თუმცა იმისთვის, რომ არ გვქონდეს დაზეპირების პრაქტიკა, არ არის გამორიცხული, პირმა არც იცოდეს, რომელ ქუჩაზე ჩააბარებს გამოცდას”, – განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

გარდა ამისა,მისივე განმარტებით სპეცუალური ავტომანქანები იქნება გამოცდისათვის გამოყოფილი ,რომელიც სპეციალური ვიდეოკამერებით იქნება აღჭურვილი, რითაც გაკონტროლდება საგამოცდო პროცესი.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას დაფიქსირებული ნებისმიერი გადაცდომა იქნება აღრიცხული. იმის განცდა, რომ გვერდით მჯდომმა შს სამინისტროს თანამშრომელმა გამოცდაზე გასულ პირს შესაძლოა რაიმე სახის დახმარება გაუწიოს, გამორიცხულია. რეალურ რეჟიმში კამერებით გაკონტროლებაც იქნება. ავტომანქაბა თანანედროცე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი , რომელიც დააფიქსირებს, როგორც ღერძულა ხაზის გადაკვეთას, ისე შუქნიშანზე როგორ გაიარა, როგორ მიუახლოვდა წინ მდებარე ავტომობილს, როგორ დაძრა მანქანა და ა.შ.

შს სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თქმით, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა “არის კომპლექსური სამუშაო, რომელიც ბოლომდეა მიყვანილი”.

არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.

გამოყენებული წყარო: imedinews.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register