თაქალოელი არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებაში პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წაუყენა
პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ბრალდება ორ პირს წარუდგინა. საქმე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მომხდარ ფაქტს ეხება, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ მედიით გახდა ცნობილი.
“მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, რ. რ-ს და გ. ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. რ.-მ გ.ზ.-სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან ზ. მ.-ს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გრძელდება, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“სათემო რადიო მარნეულის მედია ლაბორატორია” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.
„გადაცემა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები და შესაძლოა გადაცემის შინაარსი არ ასახავდეს ევროკავშირისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” პოზიციებს.“
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments