ჯავახიშვილობა მარნეულში

javaxishvilobaa

მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს 12:00 საათზე, სოფელ წერაქვში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოჩენილი მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება.

javaxishvilobaaa
მწერლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძებაში მონაწილეობას ადგილობრივრივი შემოქმედებითი ჯგუფები და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები იღებდნენ, რომლებმაც გააცოცხლეს ჯავახიშვილის გამორჩეული რომანები და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

javaxishviloba
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მარნეულელი მხატვარის მანუჩარ პაპიძის და ნინო ცარციძის პერსონალური ნამუშევრები , ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ფოტოების გამოფენა.

javaxishvilobaaaaaaaaaaaa
პარალელურად მოწყობილი და გამოფენილი იყო მიხეილ ჯავახიშვილის ეპოქის დროინდელი სოფლისა და ქალაქის ეთნო-კუთხეები. ამასთანავე, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ მოეწყო წიგნების გამოფენა.

javaxishvilobaaaaa
აღსანიშნავია, რომ დღესასწაული ჯავახიშვილობა, სოფელ წერაქვში, ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნებოდა, თუმცა სამწუხაროდ 1991 წლიდან ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა. წელს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ეს დღესასწაული აღდგა.

javaxishvilobaaaa

მარნეულელებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილე საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ბიჭვინთისა  და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ოფიციალური წერილით მიულოცა.

12036954_1620675238195466_2577377564519751595_n

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register