ფოტოკონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის: “ბავშვთა უფლებების დაცვა“
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი იწვევს მარნეულის, წალკის, გარდაბნის, ბოლნისის და დმანისის სკოლების მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ფოტონამუშევარი (ფოტოპორტრეტი, ფოტოამბავი და ა.შ.) შეიძლება ასახსნელად ტექსტიც/ამბავიც მოყვებოდეს. საკუთარ რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და საკითხებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს:
► ბავშვთა ძალადობა;
► ადრეულ ასაკში ქორწინება;
►ბავშვთა შრომა;
►ბავშვთა განათლების უფლება
კონკურსის შედეგად, საწყის ეტაპზე გამოვლინდება დაახლოებით 30 საუკეთესო ნამუშევარი, რომლებიც დაიბეჭდება A3 ფორმატზე და პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გამოიფინება მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ოფისში (ჩაის სახლში). იმავე დღეს, სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდება სამი გამარჯვებული და გამოფენის დასასრულს მოხდება გამარჯვებულების გამოცხადდება და დაჯილდოება. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის და პროექტის, “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“ Facebook-ის გვერდებზე.
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ ნამუშევრები (საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად – სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონი, მობილური, e-mail) არაუგვიანეს 20 მაისისა ელ. ფოსტაზე: nurmamedovrena@gmail.com ; სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: ფოტოკონკურსი.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: თითო მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, და ა.შ.)
კონკურსი ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“ ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: რენა ნურმამედოვა, 593 449 667 ან 555 22 41 86nurmamedovarena@gmail.com
“სათემო რადიო მარნეულის მედია ლაბორატორია” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.
„გადაცემა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები და შესაძლოა გადაცემის შინაარსი არ ასახავდეს ევროკავშირისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” პოზიციებს.“
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments