გამგებლებს შესაძლოა მერი ეწოდოთ
გამგებლებს შესაძლოა სახელი გადაერქვათ და მერი ეწოდოთ – ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
ეს გაცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 16 მაისს, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მანვე განაცხადა, რომ საუბარი არ არის გამგებლის ინსტიტუტის გაუქმებაზე და ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილება იქნება:
“საუბარია მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე – გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა. ინსტიტუტს არ ეხება ეს ცვლილება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას. ევროპული პრაქტიკაა ამ ტერმინის გამოყენება. მერი ნიშნავს თანამდებობის უმაღლეს პირს ადგილობრივ დონეზე, ამიტომ არის აპრობირებული ეს ტერმინი. გამგებელი არის ქართული ტერმინი. ხშირად ეს ტერმინები აღრევას იწვევს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მერი სხვა რამეა და გამგებელი – სხვა, სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ. ამ დროს, ერთი და იგივე უფლებამოსილება აქვთ ზუსტად მერსაც და გამგებელსაც. უბრალოდ, ერთი არის ქალაქის ხელმძღვანელი და მეორე არის სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვნელი. თუნდაც ამ აღრევის თავიდან არიდებისთვის შეიძლება სწორი იყოს, რომ ერთი ტერმინი გამოვიყენოთ – ეს იქნება მერი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო:http://netgazeti.ge/news/194496/
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments