კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებების საყოველთაო განხილვა მარნეულშიც ჩატარდება
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო განხილვა კიდევ 20-ჯერ გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
“საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება რეგიონებში. შეხვედრები შედგება ათ სხვადასხვა რაიონში, მუნიციპალიტეტში. ეს სხვადასხვა კრიტერიუმით არის შერჩეული. ასევე, თბილისში გაიმართება ათი შეხვედრა რაიონების მიხედვით”, – ამბობს კობახიძე.
კობახიძისვე თქმით, განხილვები კერძოდ ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულსა და ახალქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგში, მესტიაში და თბილისში გაიმართება.
რა შეიცვლება კონსტიტუციაში ?
წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ძირითადი შესწორებები პრეზიდენტის ინსტიტუტს შეეხება. საქართველოს პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა გახდება, რომელსაც პარლამენტი აირჩევს და რომლის თანამდებობიდან მოხსნა ადვილი იქნება, თუ ის უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ წავა. პრეზიდენტს ასევე შესაძლოა ჩამოერთვას რეფერენდუმის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებაც.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, დეპუტატთა არჩევის წესს ეხება. ადრე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა, რომლის მიხედვით ამჟამად 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა, 73 კი — ერთმანდატიანი ოლქებიდან.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments