ლგბტქი აქტივისტები მზადება 17 მაისისათვის

s

დღეს, 17 მაისს  ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავი აქციისთვის ლგბტქი ადამიანების უფლებების დამცველები და აქტივისტები 4 წლიანი ინტერვალის შემდეგ შეიკრიბნენ. იმის გათვალისწინებით , რომ  ხელისუფლება ემზადება კონსტიტუციაში ქორწინების, როგორ ქალისა და კაცის თანაცხოვრების განსასაზღვრად, მაღალია მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობები და 17 მაისს საპატრიარქო მრევლთან ერთად ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს ქუჩაში მსვლელობით, აქტივისტებისთვის 17 მაისის აღნიშვნა გარკვეულ  რისკებთანაა დაკავშირებული.

16 მაისს შეკრებილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დამოკიდებული არიან იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს პოლიცია მათ უსაფრთხოებას.  მათ თაავიანთი აქციის შესახებ წინასწარ არ ჰქონდათ დაანონსებილი, “ფეისბუქის” მეშვეობით შექმნეს დახურული ჯგუფი, სადაც ის ადამიანები მოიწვიეს, რომლებსაც შეეძლოთ აქციაში მონაწილეობა და მათ სპეცილაური სარეგისტრაციო ფორმაც შექმნეს, დარეგისტრირებულები კი  ნაცნობობის მიხედვით შეარჩიეს იმ მიზნით, რომ აქციის მონაწილეებს შორის არ ყოფილიყვნენ ჰომოფობიურად განწყობილი პირები, რათა დაცული ყოფილიყო აქციის სხვა მონაწილეების უსაფრთხოება.

წყარო:netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register