ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია

transphobia_ge

დღეს 17 მაისს  ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ რასთან დაკავშირებითაც გადაიკეტა : თავისუფლების მოედანი, და რუსთაველის გამზირი .

ეს დღე აღიარებულია ძალადობის დაგმობისა და სოლიდარობის გამოხატვის დღედ ლგბტი ადამიანების მიმართ

შეკრებილი აქტივისტები ამბობდნენ რომ ეს დღე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოუწოდებდნენ მთავრობას, რომ მიიღონ ისინი, არ განდევნონნდა დაიცვან მათი უფლებები.

ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს რომ : “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა ჯგუფს ჰქონდეს გამოხატვის საშუალება. ეს უფლება ყველას აქვს ლგბტ თემის გარდა. დღეს სახელმწიფო ამ სპეციფიკურ ფორმატს გვთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანს არ შეუძლია მოსვლა ,ცხადია, ეს უფლების სრულფასოვანი რეალიზება არ არის. სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებმა თანაცხოვრება უნდა შევძლოთ.

აქციაზე მისული იყო ფემინისტი, ბაია პატარაია, რომელმაც განმარტა, რომ აქციაზე თავად მივიდა და რაიმე გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, და ფიქრობს რომ ცოტა გადამეტებულია ის სიტუაცია, რაც დღესაა .  2013 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა . იგი ამბობს , “საზოგადოება მიხვდა, რომ ძალადობა დაუშვებელია,ხოლო საწინააღმდეგო აზრის არსებობა ჩვეულებრივი პროცესია”.

საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. 2012 წელს გამართულ მსვლელობას მღვდლებისა და მრევლის 50-წევრიანი ჯგუფი პირველად დაუპირისპირდა.

2013 წლის 17 მაისს, აქციის დაწყებამდე  ათასობით ადამიანმა, რომლებსაც მღვდლები მართავდნენ, ბარიერი გაარღვია და დაარბია ლგბტ აქტივისტების აქცია. ასევე, თავს დაესხნენ მიკროავტობუსს ვაჩნაძის ქუჩაზე, რომელშიც ისხდნენ ლგბტ აქტივისტები.

2014 წელს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა. მრევლის ნაწილი ამ დღეს მსვლელობით აღნიშნავს რუსთაველის გამზირზე.

წყარო: netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register