საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მარნეულში 70 ადგილიან აუდიტორიაში გაიმართება
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საყოველთაო განხილვა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ცნობით 23 მაისს 12 საათზე გაიმართება.
16 მაის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიუტციო ცვლილებების განხილვის გაგრძელებაზე განაცხადება გააკეთა.
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (დიდ დარბაზში)ჩატარდება.
ცენტრის ადმინისტრაციის თქმით დარბაზში 70 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. საორგანიზაციო ჯგუფი მათ დაუკავშირდა და დარბაზი 23 მაისს 12:00 საათიდან – 15:00 საათამდე დაჯავშნა
როგორც ჩართულობის ცენტრის დირექტორმა მარიამ სამხარაძემ განმარტა, საორგანიზაციო ჯგუფს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული ღონისძიების ჩატარების გეგმა, თუმცა მათი ვარაუდით 35 მონაწილე თბილისიდან ჩამოვა და 35 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა უნდა მოიწვიოს. სამხარიძის თქმით , პირველ რიგში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მედიისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს მიიწვევენ. ინფორმაცია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელდება. 70 ადგილიან აუდიტორიაში მსურველთა რაოდენობა შეზღუდული არ იქნება.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments