მარნეულში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნება

დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოში ნატოს 2015 წლის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიება მარნეულშიც ჩატარდა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ მარნეულელ საზოგადოებას საჯაროდ მიმართა.
მიმართვის ფარგლებში მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მარნეულში სიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ადგილობრივი წარმომადგენლობა გაიხსნება.
სიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ადგილობრივი წარმომადგენლობა მარნეულელი კადრისგან დაკომპლექტდება.
თამარ მჟავანაძე
რადიო მარნეული
Amil Məmmədov2286 Posts
You may also like
0 Comments