გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა

marneulifm

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი პროექტი მოამზადა. საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილელებების თაობაზე მოსახლეობასთნ საერთო სახალხო განხილვაზე მსჯელობენ.

23 მაისს, საერთო სახალხო განხილვა მარნეულშიც გაიმართება, მანამდე კი ჩვენ შევეცადეთ გაგავერკვია რა იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და უჭერენ თუ არა ისინი მხარს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას.

პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.

პროექტის გაცნობის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ბოიკოტისთვის ემზადებიან. ამ დრომდე, “ქართული ოცნების” გარდა, პარტიებიდან კომისიაში რჩება “ევროპული საქათველო”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ლეიბორიტული პარტია”.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register