მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატებს გამგებლის ,მერაბ თოფჩიშვილის შევიწროვებაში ბრალს დებენ
გაზეთ „ალიას“ სტატიაში ნახსენებია ორი დეპუტატის ,თამაზ ნავერიანის და რუსლან ჰაჯიევის ნათესავების და ახლობლების დანიშვნა სხვადასხვა თანამდებობებზე.
თუმცა სტატიაში არ არის მოყვანილი არც ერთი წყარო, რომელიც დაადასტურებდა მოყვანილ ფაქტებს.
რის გამოც რუსლან ჰაჯიევმა საკუთარ ფეისბუქ გვერძე მოსახლეობას მიმართა. მისი აზრით სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება და დაუსაბუთებელია. მან მიმართა „ალიას“ რედაქციას და მათი თქმით წყარო მათვისაც უცნობია. სტატიის ავტორის სახელი ,გამოგონილია. დეპუტატის თქმით, პროვოკაციას აქვს ადგილი.მან მზაობა გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაც აქვს ინტერესი გამოიძიოს, მიმართოს მას და მზად არის საკუთარ ბიუროში 10 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე მიიღოს მსურველები.
სატელეფონო საუბარში ჰაჯიევმა ამ საკითზე სასაუბროთდ მზაობა გამოთქვა, მაგრამ მოუცლელობის გამო ინტერვიუ სხვა დროისთვის გადადო.
სტატიაში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის ციტირება ხდება. ,სადაც გამგებელი საკუთარ შევიწყოვებაზე საუბრობს: „ამის შესახებ თოფჩიშვილი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან ხმამაღლა საუბრობს და დახმარებას ითხოვს..“(ამონარიდი სტატიიდან)
სტატიაში წერია რომ დეპუტატებმა „მოსთხოვეს“ გამგებელს გამგეობის შენობაში ორი ოთახის გამოყოფა და გარემონტება, რაზეც თოფჩიშვილმა უარი განუცხადა. ჩვენ დავუკავშირდით მარნეულის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს: მან განაცხადა, რომ მედია საშუალებებისათვის არანაირი ინტერვიუ არ მიუცია და სტატიის შინაარსიც მისთვის უცნობია.
ჩვენ კითხვაზე შეესაბამება თუ არა სიმართლეს ოთახების გამოყოფა დეპუტატებისთვის და ოთახების გარემონტება, მან თქვა „ოთეხები არსებობდა, გარემონტებული.მაგას ახლა ვერ ვუარყოფ. პატარაზე მოხდა სახეცვლილება“ ამბობს თოფჩიშვილი
კითხვაზე იყო თუ არა ოთახების გასარემონტებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა- გამგებლმა აღნიშნა , რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments