მარნეულის ზედამხედველობის სამსახური კანონს არღვევს
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მოწესრიგება ყველაზე თუ არა ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ადგილობრივ თვითმმართველობას რომ ჰკითხო ამ საკითხზე მუშაობს, შეხვედრებსაც აწყობს მოსახლეობასთან ცნობიერების ამაღლების მიზნით და ეფექტურ სისტემასაც ქმნის პრობლემის გადაჭრისთვის. ასეთი სისტემა საკრებულოს დადგენილებით 2017 წლის იანვრიდან განისაზღვრა და მარნეულის ზედამხედველობის სამსახურს ნარჩენების ურნის გარეთ დაყრის გამო მოსახლეობის დაჯარიმება დაევალა. იავარიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა, უკვე მაისია , თუმცა როგორც რევაზ არეშიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ.
ხუთი თვის მანძილზე კანონდარღევას რევაზ არეშიძე იმით ხსნის რომ 5 თვის , ანუ 21 კვირის, 150 დღის მანძილზე 150 ჯარიმის ფურცლის დაბეჭვდას დასჭირდა , ანუ მარტივი არითმეტიკით ერთი დღე ერთი ჯარიმის ფურცლი იბეჭდებოდა, გარდა ამისა რევაზ არეშიძე მოსახლეობის ინფორმირებითაც ხსნის ჯარიმების არამოქმედებას.
მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხუთთვიანი კანონდარღვევის არგუმენტი არაკანონიერია, მაინც გადავწყვიტეთ ქუჩის გამოკითხვით გაგვეგო რა იციან ადგილობრივებმა ჯარიმების ამოექმედების შესახებ.
მართალია , პრობლემის გადაჭირს გეგმიური პოლიტიკით ვერ, თუმცა ნარჩენებით თავის მოწონება მარნეულს ნამდვილად შეუძლია.
რადიო მარნეული
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments