კლინიკა “ლანცეტის” მფლობელი ფარმან ჯეირანლი დააკავეს

ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების საქმეზე კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავეს.

მას ბრალს დღეს წარუდგენენ. აღმკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო ხვალა იმსჯელებს. ფარმან ჯეირანლი კლინიკა “ლანცეტის” 50%-იანი წილის მფლობელია.

ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პროკურატურას 2016 წლის ბოლოს მიმართა. საქმე ღვიძლის უკანონო ტრანსპალნტაციას ეხებოდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეები გარდაიცვალნენ. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, კლინიკის მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით დააკავეს.

სამედიცინო ცენტრი “ლანცეტი” 2014 წლის 12 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მას შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნებართვით, ცენტრში სრულდებოდა ურთულესი ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით: ორგანოთა ტრანსპლატაცია, გულსისხლძარღვთა სისტემა, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თორაკო-აბდომინური ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია და სხვა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register