ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ტრადიციულად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
შარშანდელის მსგავსად, წელსაც ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა გამოსაშვები გამოცდების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება საგამოცდო ცენტრს, საქართველოს მასშტაბით სულ 23 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.
წყარო:imedinews.ge
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments