გამოკითხულთა უმრავლესობას ოკუპანტის მეგობრობა სურს

საქართველოს მოსახლეობის 33% ინფორმაციას რუსული არხებიდან იღებს, 63%-ის აზრით საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია, ხოლო 35%-ის აზრით საქართველოს ყველაზე უკეთ ამერიკა დაიცავს. ეს მონაცემები NDI-ის მაისის თვეში გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გვაჩვენა. ჩვენ გადავწყვიტეთ მარნეულის მუნციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობა გამოგვეკითხა, რომელი არხებიდან იღებენ ისინი ინფორმაციას და რას ფიქრობენ საქართველოსთან რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
You may also like
0 Comments