ჟანა ბარე – რუბრიკა “ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”

jana-bare

ჟანა ბარე

ჟანა ბარე 1740 წლის 27 ივნისს საფრაგენთში დაიბადა. პირველი მოგზაური ქალი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა ასე შევიდა იგი ისტორიაში. ყველაფერი კი ასე დაიწყო…

1766 წელს ჟანა ბარე შეიმოსა ვაჟის სამოსით, სახელად ჟანომი დაირქვა და გადაწყვიტა მსოფლიო საკუთარი თვალით ენახა. იგი მოსამსახურედ დაუდგა ცნობილ ფრანგ ბოტანიკოსსა და მკვლევარს – ფილიბერ კომერსონს, ამის მიზეზი კი იყო ის , რომ ჟანამ იცოდა ბოტანიკოსი აპირებდა მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. ჟანას მოლოდინი გამართლდა და ასე აღმოჩნდა გემზე. ექსპედიციის პერიოდში იგი საკმაოდ კარგად დაეუფლა ბოტანიკის მეცნიერებას. არსებობს ვერსია, რომ მგზავრობისას ვერ შეამჩნიეს მისი სქესი, მხოლოდ ტაიტიზე გადასვლის შემდეგ ადგილობრივი ტომის ქალბატონებმა ამოიცნეს მასში ქალი. სხვა ვერსიის თანახმად,ბოტანიკოსმა კომერსონმა თავიდანვე იცოდა,რომ მისი მოსამსახურე ქალი გახლდათ და აღნიშნულ მოგზაურობაში როგორც მისი საყვარელი ისე წაიყვანა.

ხომალდის კაპიტანი ბუჰენვილი თავის დღიურში იხსენებს, რომ მას შემედეგ რაც ჟანას ნამდვილი ვინაობა გახდა ცნობილი ძალიან გაუჭირდა მეზღვაურების დამორჩილება , ეს კი იმით იყო გამოწვეული რომ იმ პერიოდში ქალთან ერთად ზღვაში გასვლა სირცხვილად ითვლებოდა. ამავე მიზეზით,  ჟანა ბარე ჩამოსვეს მავრიკიის ერთ-ერთ კუნძულზე , საიდანაც იგი სამშობლოში (საფრანგეთში) სხვა ხომალდით დაბრუნდა.

მსოფლიო ისტორიაში პირველი ქალი – ჟანა ბარე,რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა გარდაიცვალა 1807 წლის 5 აგვისტოს, მისი სახელი კი სამუდამოდ დამკვიდრდა ისტორიაში.


სათემო რადიო მარნეულის მედია ლაბორატორიახორციელდება ევროკავშირის  მხარდაჭერით, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

 „გადაცემა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის  შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები და შესაძლოა გადაცემის შინაარსი არ ასახავდეს ევროკავშირისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” პოზიციებს.“

media

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register