26 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები

fg

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მარნეულშიც გაიმართება, ორგანიზატორების თქმით დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავთან დაკავშირებით რაიონში მაშაბური ღონისძიებები იგეგმება სადაც დასწრება ყველასათვის თავისუფალი იქნება.

ღონისძიების ორგანიზატორები ასევე აცხადებენ რომ 26 მაისს მთელი დღის განმავლობაში მაშტაბური ღონისძიებების გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ კი რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაიკეტება, ხოლო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მაზნიაშვილის ქუჩაზე.

გთავაზობთ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიების დეტალურ აღწერას:
ლოკაცია: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია;

ღონისძიების გახსნა: 12:00 საათი;

საგამოფენო სივრცეები:
►მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომში გმირულად გარდაცვლილთა ფოტო გამოფენა;
►მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში მოეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა;
► შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 850–ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით თემატური ფოტო გამოფენა; ასევე, მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სპეციალურად გამზადებულ დეკორატიული ხის ფოთლებზე დაწერონ ვეფხისტყაოსნის სტროფები;
► ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, სადაც გამოიფინება საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისეების ნამუშევრები, შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთები, ხელოვან მედეა ჭკადუას ხელნაკეთი ნივთები, ჩაის სახლის ხელნაკეთი ნივთები, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა;
► ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა;
► სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელიც თავის პროდუქტს შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას, ესენი არიან :
• მარნეულის სასურსათო ქარხანა;
• კლინიკა პროფესორი;
• სტომატოლოგიური კლინიკა დენსი;

ბავშვთა გასართობი ღონისძიებები:
► საბავშვო ატრაქციონებით;
ორგანიზაცია Dream Partner-ი კი სტუმრად მოსულ ბავშვებს შესთავაზებს:
► ანიმატორების შოუს;
► სხვადასხვა თამაშობებსა და შეჯიბრებებს;

სპორტული ღონისძიებები
► ქართული ჭიდაობა
► მკლავჭიდი
► მშვილდოსნობა

ღონიძიების მეორე ნაწილი, კულტურულ ღონისძიებებს დაეთმობა
12:30 საათი – მოძრავი თეატრალიზირებული წარმოდგენა–გაცოცხლდება 1918 წლის პერიოდის ქალაქი თბილისი და გათამაშდება ისტორიული ფაქტები;
13:30 საათი – სადღესასწაულო გალა–კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები; მაყურებლის წინაშე წარსდგებიან:
1. ბორის ბედია;
2. ელენე ფოჩხუა;
3. აზერბაიჯანული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სარვანი“;

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები:

4. ფოლკლორული სიმღერების ანსამბლი „იბერია“ ;
5. ქართული ცეკვის ანსამბლი „იბერია“ ;
6. მომღერალთა გუნდი „ჰუჯაბი“ ;
7. ქართული ცეკვის ანსამბლი „ენგური“;
8. მუსიკალური შემსრულებელი შაბან მამედოვი;
9. ვოკალური წრის ბავშვები;

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register