მარნეული რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს

armazi

2017 წლის 25 მაისს, 16:00 საათზე, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე „რაგბში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი“ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს თბილისდან, თელავიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან.

ფესტივალს დაესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, საქართველოს რაგბის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდი დაჯილდოვდება თასებითა და მედლებით.
ფესტივალის მიზანს ახალგაზრდებში რაგბის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავყოფა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ სარაგბო კლუბმა – „მარნეულის არმაზი“, 2016 წლის სექტემბრიდან რაგბის ახალი ჯგუფები გახსნა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, წერეთელში, საიმერლოში, თამარისსა და ყიზილაჯლოში. დღეის მდგომარეობით, წრთვნას გადის ასამდე ბავშვი, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პერსპექტიული მორაგბეების გამოვლენას.

ფესტივალის ორგანიზატორია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის , სარაგბო კლუბი „მარნეულის არმაზი“.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register